მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მათ მიმართ, ვისაც საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა უყვართ
მათ მიმართ, ვისაც საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა უყვართ5-03-2014, 00:01 |
სიტყვა წმიდა იოანე ოქროპირისა მათ მიმართ, ვინც ქადაგებს, რომ ამქვეყნად შეუძლებელია სულის ხსნა
ხალხური ანდაზა ამბობს: „სადაც ჩვენ არ ვართ, ყველგან კარგია". სამწუხაროდ, ხშირად არ ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს; გვეჩ-ვენება, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლით უზომოდ გავბედნი-ერდებით და თუ ჩვენი სურვილისამებრ მოვიწყობთ ახალ ცხოვრებას, უფრო ღვთისნიერნი და წმიდანი გავხდებით. მაგრამ ხდება კი ასე სინამდვილეში? მართლაც შევიცვლებოდით კი სასიკეთოდ, თუკი აგვიხდებოდა ოცნება?! გავხდებოდით კი უფრო ღვთისმოშიშნი და წმინდანი?! თუმცა სჯობს, ამ კითხვაზე თავად წმიდა იოანე ოქრო-პირმა მოგვიგოს. იგი ბრძანებს: „ვერ გადაგვარჩენს ადგილი, თუკი არ აღვასრულებთ ღვთის ნებას. ვერც მაღალი წოდებით და წმიდა ადგილიდან მიიღებ მადლს, თუკი არ აღასრულებ უფლის ნებას. რომელი წოდების პირს შეუძლია ამაღლდეს უფრო მეტად, ვიდრე ადამი იყო ამაღლებული ცოდვით დაცემამდე, და რომელი ადგილია სამოთხეზე უკეთესი, საიდანაც იგი გამოაძევეს? სასკორეზე მჯდომი იობი განადიდებდა უფალს და ამ შეურაცხი ადგილიდან სამოთხეში დამკვიდრდა. მეფე საული არაჩვეულებრივ დიდებაში ცხოვრობდა, მაგრამ დაიღუპა, ლოთი - ცოდვილი სოდომელების გვერდით და ჯილდოდ გვირგვინი მიიღო. თუკი ვინმე ამბობს, რომ შეუძლებელია ქორწინებაში მყოფი გადარჩეს, შემცდარია. თუ ღვთის მცნებებს აღვასრულებთ, იგი ყველ-გან შეგვეწევა. ადგილი ვერავის აცხოვნებს, ხოლო საქმენი ჩვენნი დაგვსჯიან ან გვიხსნიან ჩვენ". გესმით, ძმანო? მხოლოდ ჩვენს საქმეებს შეუძლია ჩვენი სულის ხსნა, ან დასჯა. ვინ დაგვიდგება თავდებად, რომ ახალ ადგილზე აღარ შევცოდავთ და კეთილად მოვიქცევით? ხომ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ადგილას თან გვდევს ჩვენი ბოროტი ვნებები, ამასთან, რა თქმა უნდა, არც სატანა დაგვანებებს თავს. მაშ, როგორღა უნდა ვამტკიცოთ, რომ საცხოვრებლის გამოცვლით უკეთესები გავხდებით? ალბათ მეტყვით: ჩვენ შევეცდებით, რომ სულიერი გარდატეხა მოვახდინოთ ჩვენში, განვდევნოთ ყოველგვარი ცუდი, მაგრა ამის ქმნას ახლა ვინ გიკრძალავთ? თქვენ მიპასუხებთ, აქ ცუდი ხალხია, ისინი გვაბრკოლებენ. როგორ გგონიათ, ახალ ადგილზე ანაგელოზები დაგვხვდებიან? ეჰ, ძმანო, ძმანო, მეასეჯერ მაინც შეგახსენებთ, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და არა ანგელოზი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეძიეთ ბედნიერება და სულის ხსნა არა ამა თუ იმ ად-გილზე, არამედ - საკუთარ თავში.
„სვინაქსარი". ტომი II.
უკან დაბრუნება |