მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


18-01-2014, 14:54

   ნიკოლოზის შეკითხვა: დამლოცეთ მოძღვარო! როგორც ვიცით მართლმადიდებლური ეკლესია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინადაცვეთას ზეიმობს. დღესდღეობით კი წინადაცვეთის რიტუალს მიუღებლად ცნობს მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ფაქტი იუდე-ველებს, ებრაელებს ხშირად მოჰყავთ თავიანთ სასარგებლოდ და ამბობენ, თუკი წინადაცვეთა მიუღებელია თქვენთვის, როგორც მართლმადიდებლებისთვის, მაშ რატომ გაქვთ წინადაცვეთის დღესასწაულიო? მამა კონსტანტინე, გთხოვთ, განგვიმარტოთ საკითხი...

 

   პასუხი: წინადაცვეთის მცნება ებრაელმა ერმა მოსეს რჯულისაგან მიიღო, რომელიც თავად ღმერთმა მისცა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელთა გამოსარჩევად. ამიტომ ახალშობილი იესო, როგორც ხორციელად ებრაელი, ემორჩილება რჯულს. მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც უცოდველს არ ესაჭიროებოდა ამის შეს-რულება.

   წინადაცვეთა ძველი აღთქმის სწავლებაა. ქრისტეს განკაცებით ახალი აღთქმა, ახალი სწავლება, ახალი მცნებები მიეცა კაცობრიობას. წმიდა მამები ამბობენ: ძველი აღთქმა ახალში განცხადდა. წინა დაცვეთის მცნება ახალი მცნებით წყალში ნათლობით შეიცვალა. ამიტომ ჩვენ კი არ უარვყოფთ წინადაცვეთას, არამედ უფრო სრულყოფილი ქრისტეს სწავლებით, სახეცვლილი ფორმით ვას-რულებთ მას. წინადაცვეთას სწორედ იმიტომ ვდღესასწაულობთ, რომ ის წინასახეა ჭეშმარიტი ნათლისღებისა, რომლის შედეგადაც ადამიანს მიეტევება პირველქმნილი ცოდვა და სასუფევლის დამ-კვიდრების შესაძლებლობა ენიჭება. როგორც ბრძანებს მაცხოვარი: „რომელმაც არ მოინათლოს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა" (პერეფრაზი).

 

ღმერთმა დაგლოცოს!

 

 

 

 

  

 


უკან დაბრუნება