მთავარი > საცდურები > სიტყვა თქმული იოანეს, იერუსალიმის ეპისკოპოსის შესახებ, თუ როგორ დაარიგებინა მათავარეპისკოპოსმა ეპიფანემ მას ღატაკებისათვის ვერცხლი

სიტყვა თქმული იოანეს, იერუსალიმის ეპისკოპოსის შესახებ, თუ როგორ დაარიგებინა მათავარეპისკოპოსმა ეპიფანემ მას ღატაკებისათვის ვერცხლი


1-03-2014, 00:01

სიტყვა თქმული იოანეს, იერუსალიმის ეპისკოპოსის შესახებ, თუ როგორ დაარიგებინა მათავარეპისკოპოსმა ეპიფანემ მას ღატაკებისათვის ვერცხლი

 

 

   ვერცხლისმოყვარე იგივე კერპთაყვანისმცემელია, რადგან გონებასა და გულში ფული და მხოლოდ ფული უტრიალებს, იგია მისი კერპი, ამიტომაც ამბობს მოციქული: (კოლ. 3, 5). ვერცხლისმოყვარეობა ერთ - ერთია იმ მძიმე ცოდვათა შორის, რომლისთვისაც უფალი მკაცრად სჯის ადამიანებს, რათა დააფიქროს ისინი.

   ერთხელ კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, წმიდა ეპიფანეს იერუსა-ლიმიდან დიაკვანი ესტუმრა და აუწყა, რომ იერუსალიმის ეპისკო-პოსი იოანე ვერცხლისმოყვარეა, აგროვებს ფულს და ღატაკებს მოწყალებას არ აძლევს. როდესაც ეპიფანემ ეს ამბავი შეიტყო, იოანეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოუწოდებდა ღატაკების მიმართ მოწყალება გამოეჩინა, მაგრამ იოანემ მისი რჩევა ყურად არ იღო. გავიდა დრო, ერთხელ ეპიფანემ ერთ - ერთ მოწაფეს უთხრა:

 - წავიდეთ, შვილო, იერუსალიმში, ჩვენ იქიდან მალე დავბრუნ-დებით.

    იერუსალიმში ჩასვლისა და წმიდა ადგილების თაყვანისცემის შემდეგ წმიდა ეპიფანე ეპისკოპოს იოანესთან მივიდა და უთხრა:

- მამაო, მომეცი თავშესაფარი.

   იოანემ ეპიფანე მშვენიერ სასახლეში დააბინავა და ყოველდღე სტუმრად ეპატიჟებოდა, მაგრამ ღარიბებს უწინდებურად არ სწყალო-ბდა და ისინი უჩიოდნენ მას. ამის შემყურე ეპიფანემ ეპისკოპოსს უთხრა:

- მამაო, მომეცი ცოტაოდენი ვერცხლი გლახაკთათვის.

    იოანემ ბევრი ვერცხლი მოიტანა; ეპიფანემ კვლავ სთხოვა:

- კიდევ მომეცი ცოტაოდენი.

- იოანემ უპასუხა:

- საკმარისია.

    ეპიფანე კვლავ განაგრძობდა თხოვნას:

- რამდენიმე მონა მაინც მიბოძე, რათა მომემსახურონ!

    იოანემ ამაზე უარი არ უთხრა. მაშინ ეპიფანემ, რომელსაც უკვე 500 ლიტრა ვერცხლი ჰქონდა იოანესთვის გამორთმეული, მოწყალების გაღება დაიწყო და შეჭირვებულთათვის დღედაღამ იღვწოდა.

    გავიდა საკმაო ხანი და ერთ დღეს მთავარეპისკოპოსმა ჰკითხა ეპიფანეს:

- როდის დამიბრუნებ ვალს?

- ცოტაც მოითმინე, მამაო, და ყველაფერს გადაგიხდი - უპასუხა ეპიფანემ.

   დიდი ხანი გავიდა და იოანე უკვე დაჟინებით მოითხოვდა ვალის დაბრუნებას. მან დაიჭირა ეპიფანე, სამოსზე ექაჩებოდა და გაი-ძახოდა:

- ვერ გამექცევი, ცბიერო და ავო კაცო, დამიბრუნე ჩემი ვერცხლი.

   ეპისკოპოსი იოანე ორი საათი უყვიროდა და უყწრებოდა მთავარ-ეპისკოპოს ეპიფანეს. ყველა შეაძრწუნა მისმა კადნიერმა საქციელმა. მაშინ ეპიფანემ გადაწყვიტა, საქმე დაესრულებინა - შეჰბერა სახეში ეპისკოპოსს და მეყვსეულად დააბრმავა.

    ამის მხილველი ხალხი შიშმა მოიცვა, ეპისკოპოსი კი გონს მოეგო - ეპიფანეს ფეხებში ჩაუვარდა, შენდობას ევერდებოდა და სთხოვდა - უფლის მიმართ ელოცა, რათა მხედველობა დაბრუნებოდა. ეპიფანემ უთხრა:

- წადი ეკლესიაში და ილოცე უფლის პატიოსანი ჯვრის წინაშე, რათა მხედველობა დაგიბრუნოს.

    ეპისკოპოსი მაინც არ შორდებოდა ეპიფანეს და გამუდმებით პატიებას ითხოვდა. წმიდა მთავარეპისკოპოსს შეებრალა იგი, ხელით შეეხო და ეპისკოპოსს მარჯვენა თვალი აეხილა. მაშინ იოანემ კვლავ დაუწყო ვედრება, რათა მარცხენა თვალის ჩინიც დაებრუნებინა მისთვის, ეპიფანემ კი მიუგო:

- ეს უფლის ნებაა შვილო ჩემო, უფალმა წაგართვა მხედველობა და უფალივე დაგიბრუნებს მას. ასეთი სასჯელით მან კარგი მაგალითი მოგცა იმისათვის, რომ ვერცხლისმოყვარეობისაგან განიკურნო.

   ამბობენ, რომ ამის შემდეგ იოანე ღვთისმოშიში გახდა და გლახა-კებს მუდმივად წყალობდა. ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ დასაფარველ ხორცთა ამათ, კმა ვიყოფდეთ ჩუენ (1 ტიმ. 6, 8), სხვაგვარად, როგორც ეპისკოპოსის მაგალითი გვიჩვენებს, უფლის რისხვას ვერ ავცდებით. იმისათვის, რომ გავექცეთ ვერცხლის-მოყვარეობას, უნდა შევიგნოთ, რომ ყველაფერი ამქვეყნიური - ოქრო, ვერცხლი და ყოველგვარი მონაგები ჩვენი საფლავის მიღმა დარჩება, უფლის სამუდამო სასუფეველში კი მხოლოდ ჩვენს მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები წარგვიძღვება, მხოლოდ იგი შეგვეწევა განკითხვის ჟამს. დაბოლოს, გვახსოვდეს წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვები: „შიშველნი მოვდივართ ამქვეყნად და შიშველივე წავალთ. ვიწროა ღარიბის საფლავი, ისევე როგორც მდიდრისა, დასაფლავად საკმარისი... თუ მდიდარი ხარ და გადარჩენა გსურს, გაეცი მოწყალება ღარიბებისთვის" (წიგნიდან აქაბის შესახებ). ამინ.

„სვინაქსარი". ტომი 2.


უკან დაბრუნება