მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > წმინდანნი უფლისანი ადგილს თავისი სახელობის მონასტრებისათვის ზოგჯერ თავადვე მიუთითებდნენ

წმინდანნი უფლისანი ადგილს თავისი სახელობის მონასტრებისათვის ზოგჯერ თავადვე მიუთითებდნენ


24-02-2014, 00:01

წმინდანნი უფლისანი ადგილს თავისი სახელობის მონასტრებისათვის ზოგჯერ თავადვე მიუთითებდნენ

 

 

 

ამბავი ლიმონარიდან შესახებ იოანე ბერისა, ვინც სიზმრად მოვლენილმა იოანე ნათლისმცემელმა განკურნა

 

   ზოგი მონასტერი მშვენდება, მდიდრდება და ჰყვავის, რადგანაც ის ადგილი, რომელზეც დგას, იმ წმინდანს უყვარდა, რომლის სახელზეც ეს მონასტერი ააშენეს. მეტიც - ეს წმინდანები ზოგჯერ მონასტრი-სათვის წინამძღვარსაც თავად ირჩევდნენ. ამას ჩვენ შემდეგი მაგა-ლითით დაგიმტკიცებთ:

   ერთი მეტად ღვთისმოსავი და ძმათა მოყვარული ბერი, პრესვი-ტერი, იერუსალიმის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდა. მთავარეპისკოპოს ილიას სურდა, ის ამ მონასტრის იღუმენად დაედგინა, მაგრამ ბერს მხოლოდ განმარტოება იზიდავდა. მან ერთ მოწაფესთან ერთად დატოვა მონასტერი და სინას მთას მიაშურა. გზად, იორდანეს მახლობლად, მას ცხელება დაემართა და ისე დაასუსტა, რომ სიარული ვეღად შესძლო. ბერმა დიდი წვალებით მიაღწია ერთ გამოქვაბულს და იქ დარჩა. სიზმარში ვიღაც კაცი გამოეცხადა და უთხრა:

   - მოხუცო, საით გაგიწევია?

   - სინას მთაზე, - უპასუხა ბერმა. მან კი უთხრა:

   - გთხოვ, არ წახვიდე!

   ბერი ისე მისუსტებულიყო, რომ პასუხის გაცემის თავიც კი აღარ ჰქონდა. ჩვენება გაქრა, მაგრამ მომდევნო ღამეს უცნობი ისევ გამოეცხადა ბერს და უთხრა:

   - ბერო, რად გინდა აქედან წასვლა? დამიჯერე, ნურსად ნუ წახვალ.

   - ვინა ხარ? - ჰკითხა ბერმა.

   - მე იოანე ნათლისმცემელი ვარ და მოგიწოდებ, არსად არ წახვიდე. ეს მცირე ქვაბული სინას მთასაც აღემატება. აქ თვით უფალი იესო ქრისტე მოდიოდა ხოლმე ჩემს სანახავად თუ შენ პირობას მომცემ, რომ აქაურობას აღარ დატოვებ, ჩემგან კურნებას მიიღებ!

   ბერმა ნათლისმცემელს სიხარულით მისცა სიტყვა, რომ მის ნებას აღასრულებდა, და მაშინვე გამოჯანმრთელდა. ის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. გამოქვაბულთან ახლოს მან ეკლესია ააშენა და მონასტერიც დააფუძნა. როგორც ამბობენ, წმ. იოანე ნათლისმცემლის ლოცვა - კურთხევით ეს მონას-ტერი დღესაც განაგრძობს არსებობას.

   ე. ი. მართალი ყოფილა, რომ ზოგი მონასტერი მშვენდება, მდიდრ-დება და ყვავის, რადგანაც მათი შემოგარენი თავის დროზე იმ წმინდანებს უყვარდათ, ვის სახელსაც ეს მონასტრები ატარებენ. და ეს წმინდანები ზოგჯერ მათთვის წინამძღვრებსაც თავად ირჩევდნენ. და ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითი ერთადერთი როდია. წაიკითხეთ თუნდაც ერთი რუსული ეკლესიის ისტორია და აქაც დაინახავთ, რომ წმინდანები იმქვეყნად წასვლის შემდეგაც სიყვარულით ეპყრო-ბოდნენ მათთვის ძვირფას ადგილებს და იქ აშენებულ სავანეებს და ამ უკანასკნელთათვის მფარველებად და გულუხვ ქველმოქმედებად რჩებოდნენ. დიახ, ამასაც დაინახავთ.

   აქედან კი რა უნდა დავასკვნათ? ის, რომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ წმინდანები საიქიო ცხოვრებაში გადასვლის შემდეგაც არ გვტოვებენ, ჩვენდამი სიყვარულს სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებენ და კვლავაც ჩვენს მეგობრებად, მამებად და უფლის წინაშე ჩვენს მეოხებად რჩებიან. ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


უკან დაბრუნება