მთავარი > საცდურები > ტანისამოსი და დრო

ტანისამოსი და დრო


3-08-2012, 22:51
  ტანისამოსის მნიშვნელობა, როგორც ჩვეულებრივი მატერია, მხოლოდ დროში არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე საქონელი, რომელიც გუშინ უცნაური და გაუგებარი გვეჩვენებოდა, დღეს მოდაშია, ხოლო ხვალ, ის შეიძლება დასაცინი გახდეს. 1940 წელს ამერიკელმა სოციოლოგმა ჯეიმს ლავერმა წარმოადგინა ფორმულა, რომელიც დროების კვალდაკვალ ტანსაცმლის ცვალებადობას აღწერდა. მასში ნაჩვენებია, თუ რაოდენ სხვადასხვაგვარია სამოსის ჩვენეული შეფასება დროის კვალობაზე. ამ ტაბულას ლავერის კანონი ეწოდა. იგი გვარწმუნებს, რომ ერთი და იგივე კოსტუმი იქნება:
  მიუღებელი _ 10 წლით ადრე.
  სასირცხვილო _ 5 წლით ადრე.
  თამამი _ ერთი წლით ადრე.
  მოხდენილი – თავის დროზე.
  მოდიდან გასული _ ერთი წლის შემდეგ.
  ამაზრზენი _ 10 წლის შემდეგ.
  სასაცილო _ 20 წლის შემდეგ.
  გასართობი _ 30 წლის შემდეგ.
  გამაოცებელი _ 50 წლის შემდეგ.
  აღმაფრთოვანებელი _ 70 წლის შემდეგ.
  რომანტიული _ 100 წლის შემდეგ.
  ლამაზი _ 150 წლის შემდეგ.
  რა თქმა უნდა, არ ღირს ამ კანონში ვეძიოთ მკაცრი სიზუსტე, რომელიც განსაზღვრავს გემოვნების ცვალებადობას. მაგრამ იგი ზუსტად გამოხატავს ჩაცმისადმი დამოკიდებულების პრინციპს დროთა მიხედვით. ჩვენს ხანაში ეს კანონი სხვა სახეს მიიღებდა, ვინაიდან ჟამი საგრძნობლად აჩქარდა. ამავე დროს, ჩაცმის სტილი გაცილებით უფრო თავისუფალი გახდა. მოდელები წრეზე ტრიალებენ _ 10-20 წლის მანძილზე ისინი გადიან ციკლს მოდურიდან სასაცილომდე.

უკან დაბრუნება