მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ღვთისმშობელმა ქვეყნიერებას სიხარული მოჰგვარა

ღვთისმშობელმა ქვეყნიერებას სიხარული მოჰგვარა


8-01-2014, 12:45

ღვთისმშობელმა ქვეყნიერებას სიხარული მოჰგვარა

 

 

 

   წმიდაო მამაო, იქნებ ის სადიდებელი გვიგალობოთ ყოვლად-წმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ რომ დაწერეთ? 

   - მოდით, ერთად ვიგალობოთ: ,,მრავალი მადლი მოიღე ღვთი-საგან, დედაო მეუფისაო, მრავალმწყალობელო, ჭეშმარიტად მადლ-შემოსილო, ვითარცა აღგამაღლებდა გაბრიილ დედოფლად ანგე-ლოზთა; დაიცევ მონანი შენნი’’. ახლა კი დოგმატიკონი მოისმინე: ,,ღვთისმშობელი - ასული და დედა, მხევალი და დედოფალი, დედოფალი ყოვლისა სოფლისა’’. განა შესაძლებელია, რომ ეს დაიტიოს ადამიანის გონებამ? ხარება - ეს რაღაც ზებუნებრივი რამ არის, გონებაზე აღმატებული. დაე, ღვთისმშობელმა მოგანიჭოს შენ ხარების სიხარული და ანგელოზმა დაგლოცოს, რათა სულიერად წარემატო, ამინ.

    - წმიდაო მამაო, ერთ - ერთ ტროპარში იგალობება: გიხაროდენ, ევას სიხარულო, რამეთუ მწუხარება მისი დაიხსნა შობითა შენითა წმინდაო.

   - რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ადამიანმა ღვთისმშობლის ქველისაქმეთა შესახებ, მისი დიდებულების სრულად გამოხატვას მაინც ვერ შეძლებს. ღვთისმშობელმა თავისი მორჩილებით კვლავ განგვიღო სამოთხე, რომელიც ევას ურჩობამ დაახშო. ევამ გაწყვიტა ჯაჭვი, რომელიც გვაერთებდა ღმერთთან და სოფლად მწუხარება და ტკივილი შემოიტანა. დედა ღვთისამ კი ხელახლა შეაერთა ეს ჯაჭვი და სამყაროს სამოთხის სიხარული მოჰგვარა. მან შეგვაერთა ჩვენ ღმერთთან, ქრისტე ხომ ღმერთკაცია!

   მთავარანგელოზმა გაბრიელმა დედამიწაზე სასიხარულო ამბავი მოიტანა: რომ ადამიანებმა, ღვთისმშობლის წყალობით, მიიღეს მადლი ღვთისგან. იხარებს, ყოვლადწმინდა, რამეთუ განხორციელდა ძე ღვთისა და განგვათავისუფლა ცოდვათაგან. ვიხარებთ ჩვენც, რადგან ღვთისმშობელმა გვიხსნა სამარცხვინო ლაქებისაგან. ამი-ტომაც ვგალობთ შობას: და ვამბობთ, რომ უდაბნომ ქრისტეს ბაგა შესწირა, ხოლო ჩვენ ადამიანებმა შევწირეთ მას დედა მისი - ღვთისმშობელი.

 

 

 

 

წმ. პაისი მთაწმინდელი 

 

 

 


უკან დაბრუნება