მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ომის დადებითი მხარე

ომის დადებითი მხარე


5-01-2014, 20:25

ომის დადებითი მხარე

 

 

   თეოდორე დოსტოევსკის „დღიურებში", ბალკანეთის ომზე მსჯე-ლობისას ერთი შეხედვით უცნაურ მორალს ვაწყდებით. დოსტოევსკი გამოთქვამს აზრს, რომ ომი სასარგებლოა კაცობრიობისათვის. მხოლოდ სამოქალაქო, ძმათამკვლელი ომია ამაზრზენი და მიუღე-ბელი - ის ანადგურებს სახელმწიფოს და ყოველთვის ხანგრძლივია. პოლიტიკურ ომს კი მწერლის აზრით, მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს. ისმის კითხვა: ერი ერის წინააღმდეგ იბრძვის, ადამიანი ადამიანს კლავს, რა არის ამაში სასარგებლო და დადებითი?

   - ჯერ ერთი, სიცრუეა, რომ ადამიანები მოსაკლავად მიდიან, - ამ-ბობს მწერალი, - არასოდეს არის ეს წამოწეული პირველ პლანზე, პირიქით, ისინი თავის გასაწირად მიდიან ომში. აი ეს არის მთავარი მიზანი. არ არსებობს ამაზე აღმატებული იდეა, ვიდრე გაწირო თავი საკუთარი ქვეყნის, ოჯახისა და მოყვასისათვის. ამაღლებული იდე-ების გარეშე კაცობრიობას არ შეუძლია არსებობა, მეტიც, მიმაჩნია - კაცობრიობას იმიტომაც სურს ომი, რომ ამაღლებული იდეების თანამონაწილე გახდეს.

   - განა კაცობრიობას სურს ომი? - კვლავ იბადება შეკითხვა.

   - რა თქმა უნდა! ომის დროს არავინ იწყენს, პირიქით, ყველა მხნე-დაა, ამაღლებულ განწყობაზეა, არავინ საუბრობს მოწყენაზე, როგორც ეს მშვიდობიან პერიოდში ხდება ხოლმე. ომის დასრულების შემ-დეგაც დიდხანს საუბრობენ მის შესახებ, თუგინდ წაგებული იყოს ის.

   - თქვენ საუბრობთ აღმატებულ იდეებზე, განა არ შეიძლება ომის გა-რეშეც ჰქონდეს ადამიანს აღმატებული იდეა? თითქოს მშვიდობიან ჟამს ის უკეთ ვითარდება.

   - პირიქით, ხანგრძლივი მშვიდობის დროს აღმატებული სულიერი განწყობა ნელ - ნელა ქრება, მის ნაცვლად თავს იჩენს ცინიზმი, გულგრილობა, მოწყენა და სხვა მრავალი ვნება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა რყვნის ადამიანს. სოციალური კეთლდღეობის პირობებში ადამიანი ყოველთვის იხრება სულელურისა და ცოდვისმიერისაკენ; რაც მთავარია - სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ. ადამიანის ღირსება, კაცთმოყვარება, თავგან-წირვის სული ფასობს ომისა და ომის შემდეგ პერიოდში, მაგრამ დროთა განმავლობაში, ყოველი აღმატებული ნელ - ნელა ქრება. ბოლოს, რჩება მხოლოდ პირფერობა და ლამაზი ფრაზები; რჩება მხოლოდ ფორმა, ნამდვილი ღირსება აღარ იქნება. გარეგნული ფორმის შენარჩუნება - ეს ღირსების არსის სიკვდილის ტოლფასია. ხანგრძლივი მშვიდობა იწვევს აპათიას, ქვენა აზრებისა და გრძნობების გაბატონებას, გარყვნილებას. სიმდიდრე და ფუფუნება ვერ ჯერდება აღმატებულ იდეას. მას ავხორცული ვნებების დაკმაყოფილება სწადია. სიამეთმოყვარება იწვევს გემოთმოყვარებას, ხოლო ეს უკანასკნელი - სისასტიკეს. თქვენ ვერანაირად ვერ უარყოფთ ამას, იმიტომ რომ ვერ უარყოფთ მთავარ ფაქტს: სოციალური კეთილდღეობა ხანგრძლივი მშვიდობის დროს ყო-ველთვის გადაიზრდება ნაყროვანებასა და გარყვნილებაში.

   - მაგრამ მეცნიერება და ხელოვნება განა ვითარდება ომის დროს, ეს ხომ აღმატებული იდეებია?!

  - აქ გიჭერთ სიტყვაში. მეცნიერება და ხელოვნება სწორედ რომ ომის შემდგომ ვითარდება ყველაზე ძლიერად. ომი ამყარებს და ავითარებს აზრებს და აძლევს ბიძგს ახალ იდეებს. და პირიქით, ხანგრძლივი მშვიდობის დროს მეცნიერებაც კვდება; ხელოვნების ყველა საუკე-თესო ნიმუში ომის შემდეგ პერიოდში შეიქმნა: არქიტექტურული ნიმუში იქნება ეს, მხატვრული ტილო თუ სხვა.

   - ქრისტიანობა რას ამბობს?

  - ქრისტიანობა თავად აღიარებს ომის ფაქტებს და წინასწარმეტყვე-ლებს, რომ ბრძოლები და ომები არ შეწყდება ქვეყნის აღსასრულამდე. ცხადია, უმაღლესი ზნეობრივი თვალსაზრისით, ქრისტიანობა უარყოფს ომს და სიყვარულისაკენ მოგვიწოდებს. მაგრამ საქმე ისაა, როდის იქნება ეს? ახლანდელი მშვიდობა ომზე უარესია. ფუფუნება სიზარმაცეს იწვევს, სიზარმაცე - მონობას. იმისათვის რომ მონა მონად შეინარჩუნო, უნდა წაართვა თავისუფლება და განათლების საშუალება. გარდა ამისა, ხანგრძლივი მშვიდობის დროს უსამარ-თლობა და სილაჩრე იჩენს თავს; ადამიანი ბუნებით მისკენაა მიდრეკილი და მშვენივრად ხედავს ამ ნაკლს საკუთარ თავში. აი, ამიტომ სურს ადამიანს ომი, ის მასში ერთგვარ სამკურნალო საშუალებას ხედავს.

  - მაგრამ უბრალო ხალხი ყველაზე მეტად რომ იტანჯება ომის დროს, ვიდრე მაღალი ფენის წარმომადგენლები?

  - შესაძლოა, მაგრამ დროებით. სამაგიეროდ იგებს გაცილებით მეტს, ვიდრე აგებს. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდგვაროვანი ან მდიდარი თავს უბრალო ადამიანზე აღმატებულად მიიჩნევს. არავინ ფიქრობს ქრისტიანულად; აფასებენ ჯიბით, ძალაუფლებით, გავ-ლენებით - უბრალო კაცმა ეს კარგად იცის. ამ დროს ზნეობრივი უთანასწორობის განცდა უჩნდება გლეხს. რაც არ უნდა იმოქმედო, შექმნა კარგი პირობები, ამ უთანხმოებას ვერ მოშლი. ომი ამაღლებს ხალხის სულისკვეთებასა და საკუთარი ღირსების შეგნებას. ომი ათანსაწორებს ყველას: მდიდარსა და ღარიბს, დიდგვაროვანსა და გლეხს. ომი არიგებს ერთმანეთთან ორ ფენას, ორივენი თავს სწირავენ საერთო საქმისათვის, სამშობლოსათვის. ომის დროს კასტური დამოკიდებულება მეორე პლანზე იწევს და მამაცობა სრულ თანასწორობაში ზეობს. მდიდარიც და გლეხიც ომში უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე მშობლიურ სოფელში მშვიდობია-ნობისას. ამიტომ უყვარს ხალხს ომი. მასზე იწერება სიმღერები, ლექსები, ომზე დიდხანს საუბრობენ, თხზავენ ლეგენდებს და მისთ...1

 

 

 


 

1Воина на Балканах. Ф. М. Достоевский. Из Дневника Писа-теля" М. 1994. გვ. 16-18.

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ  


 


უკან დაბრუნება