მთავარი > საცდურები > ტანისამოსის სულიერი არსი და დანიშნულება

ტანისამოსის სულიერი არსი და დანიშნულება


3-08-2012, 22:49
  სიტყვა "მოდა"-ს წარმოთქმის დროს, უპირველესად, ტანისამოსს გულისხმობენ. ისტორიულად ადამიანის შესამოსელის განვითარება განუწყვეტელ კავშირშია მოდასთან, ამიტომ მათ შორის თითქოსდა ტოლობის ნიშანია.
  სამოსი ყველა დროში ადამიანის მსოფლმხედველობასა და ტრადიციას გამოხატევდა. შემთხვევით არ უთქვამთ: ადამიანის ხასიათის შესახებ სამოსელი და თვალები საკმარისად მეტყველებენო. 
  როცა ტანისამოსის წარმოქმნაზეა საუბარი, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი სულიერი არსი და დანიშნულება ადამიანისთვის. ადამი და ევა სამოთხეში შიშვლები იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ სირცხვილის განცდა. შემდეგში ეს პირველქმნილი უბიწოება და სიწმინდე დაკარგულ იქნა ურწმუნოებით, დაუმორჩილებლობით, ღვთის პირველი მცნების დარღვევით. ადამიანის ბუნების ჰარმონია დაირღვა. ამის შედეგად გაჩნდა სირცხვილის გრძნობა და სინდისის ქენჯნა, როგორც განცდა საკუთარი უღირსებისა. ამიტომ სხეული, როგორც ვნების ანარეკლი, გამჯდარი ჩვენს სულში, საჭიროებს ტანსაცმლით შემოსვას.
   `ტანისამოსი _ დასტურია ჩვენი დაცემული ბუნებისა~ _ ამბობს წმ. ფილარეტ მოსკოველი. ის _ თავისებურად სინანულის მომგვრელია, თავმდაბლური საფარია, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ არ ვართ ცოდვებისგან თავისუფალი, რომ არ გვაქვს განლაღების, საკუთარი სურვილებისადმი მინდობის უფლება

უკან დაბრუნება