მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ერთ - ერთი საუკეთესო საშუალება ურწმუნოს მოსაქცევად

ერთ - ერთი საუკეთესო საშუალება ურწმუნოს მოსაქცევად


14-02-2014, 00:01

ერთ - ერთი საუკეთესო საშუალება ურწმუნოს მოსაქცევად

 

ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა აბრაამისა

 

   რატომ ხდება, ძმანო, რომ წარმართთაგან ჩვენს რწმენაზე ასე მცირედნი მოექცევიან და განხეთქილებაში მყოფთაგანაც მართლმა-დიდებლობას ასე ცოტანი უბრუნდებიან? ეს იმიტომ, რომ ბოროტებას ბოროტებითვე ვერც შეაჩერებ და ვერც აღმოფხვრი. ეს მხოლოდ სიკეთეს ძალუძს.

   ღირსი აბრაამი წარმართთა შორის ცხოვრობდა. მათგან ზოგნი შეურაცხყოფით ძლიერ ავიწროებდნენ და გაცლას აიძულებდნენ, ზოგნი კი გაუთავებელი ხვეწნა - მუდარითა და სხვადასხვა სათხოვარით თავს მეტად აბეზრებდნენ. აბრაამი, რასაც მართლმადიდებელთაგან იღებდა, ყველაფერს მათ უყოფდა და ამით ცდილობდა, მათი ლანძღვა - გინებით მიყენებული ტანჯვის არიდებას. ბოლოს კი ყველაფერი დამთავრდა, რომ მისი კაცთმო-ყვარეობით განცვიფრებულმა წარმართებმა ქრისტიანული ტაძარი ააგეს და ყველანი მოინათლნენ, აბრაამს კი სთხოვეს, მათი მოძღვარი გამხდარიყო.

   ასე დაამარცხა ბოროტება და სიძულვილი სიმშვიდემ და კეთილგანწობამ.

   აი, მეორე მაგალითიც: ერთხელ ღირსი მაკარი თავის მოწაფეე-ბითურთ ნიტრიის მთისაკენ მიემართებოდა, როდესაც მიახლოვ-დნენ, მაკარმა მოწაფეს უთხრა:

- ჩემს წინ იარე, მე კი მალე წამოგეწევი.

   მოწაფეც გაეშურა და გზად კერპის ქურუმს გადაეყარა, რომელსაც შეშა მიჰქონდა. მოწაფემ შეუძახა:

- ჰეი, დემონო, საით გაგიწევია?

   ქურუმი გაბრაზდა და ისე მიბეგვა, რომ ბოლოს ცოცხალმკვდარი მიაგდო გზაზე. ცოტა ხანში მას ღირსი მაკარიც შემოხვდა და ასე მიმართა:

- ღმერთმა გაცხოვნოს მშრომელო კაცო!

   ქურუმი გაკვირდა:

- ისეთი რა სიკეთე ნახე ჩემში, რომ ამგვარად მესალმები?

   ბერმა კი მიუგო:

- ეს იმიტომ, რომ ასეთ გარჯაში ხარ.

- გული მომილბო, შენმა სიტყვებმა, მამაო, შენში ღვთის კაცი შევიცან. იმ მეორე ბერმა კი, შენზე ადრე რომ შემომხვდა, გამომლანძღა და ისე ვცემე, რომ კინაღამ შემომაკვდა.

   ამ სიტყვებით, ქურუმი ბერს ფერხთით დაუვარდა და შესძახა:

- არ მოგეშვები, ვიდრე ქრისტიანულად არ მომნათლავ და ბერად არ აღმკვეცავ!

   ქურუმი მაკარის გაჰყვა, ორივენი გალახულ მოწაფესთან მივიდნენ, ააყენეს და ეკლესიაში მიიყვანეს. როდესაც ნიტრიის ბერებმა მაკარისთან ერთად მომავალი ქურუმი დაინახეს, ფრიად გაკვირდნენ, შემდეგ კი მონათლეს და ბერადაც აღკვეცეს. ქურუმის მონათვლიდან ცოტა ხანსაც არ გაუვლია, რომ მისი მიბაძვით, ბევრი წარმართი მოექცა. შემდგომ ღირსი მაკარი ასე ამბობდა:

- იცოდეთ, რომ ბოროტი სიტყვა კეთილსაც გააბოროტებს და პირიქით - კეთილი სიტყვით ბოროტიც კეთილისაკენ მოიქცევა.

   ამ ორი ამბიდან ნათლად ჩანს, რომ მართლაც, ბოროტების შეჩერება და აღმოფხვრა ბოროტებითვე შეუძლებელია და რომ ამის ჩადენა მხოლოდ სიკეთეს ძალუძს. დიახ, ეს მართლაც ასეა. მაგალითად შეიძლება, განხეთქილებაში მყოფნიც მოვიყვანოთ. მეტწილად რითი მთავრდება მართლმადიდებელთა კამათი მათთან რწმენის შესახებ? არა მხოლოდ ერთმანეთის შეუწყნარებლობით, არამედ ურთიერთ-შეურიგებლობითა და გასასტიკებითაც კი. და საიდან მოდის ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ისინი რწმენაზე კამათისას თითქმის ყოველთვის ქედმაღლობით, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენითა და ჩვენდამი მომართული ყოვლად აუხსნელი ღვარძლით არიან აღვსილნი. რაღა თანხმობაზე და ჭეშმარიტების წვდომაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?! აქ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების მტერი ზეიმობს. დიახ, ჭეშმარიტად, გიმეორებთ, რომ ბოროტებას ბოროტებითვე ვერც შეაჩერებ და ვერც აღმოფხვრი. მას მხოლოდ სიკეთე ამარცხებს. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი 1. 



უკან დაბრუნება