მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


5-01-2014, 12:52

 

   პეტრეს შეკითხვა: დამლოცეთ მამაო! ქრისტეს შობამდე რა ფუნქცია ჰქონდა ეკლესიას, რა საიდუმლოებები აღესრულებოდა და რა დანიშნულება ჰქონდა მღვდელს? 

   პასუხი: ქრისტეს შობამდე ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემ-ლები მხოლოდ იუდეველები იყვნენ. მათ მიეცათ რჯული, როდესაც მოსეს სინას მთაზე მიეცა 10 მცნება. ძველ აღთქმაში მხო-ლოდ იერუსალიმში იდგა სოლომონის ტაძარი, სადაც ებრაელები სხვადასხვა კუთხიდან მიდიოდნენ მსხვერპლის შესაწირად. ის იუდეველთა სასწავლებელია. სოლომონის ტაძარი რამოდენიმეჯერ დაანგრიეს ებრაელების მტრებმა. ბოლო ტაძარი და მთლიანად ქალაქი მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ რომის ლეგეონებმა ტიტეს მეთაურობით დაანგრიეს. მის შემდეგ იუდეველებში მსხვერპლ-შეწირვა არ ხორციელდება. ისინი დღესაც იმედოვნებენ, რომ აღადგენენ სოლომონის ტაძარს, რომლის ადგილას დღეს ომარის მეჩეთი დგას. ზოგიერთი წმიდა მამა მიიჩნევს, რომ ებრაელები კიდევ ერთხელ ააშენებენ თავის ტაძარს, სადაც ანტიქრისტე გამეფდება. ვინაიდან, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, კრეტსაბმელის გახლეჩის შემდეგ, იუდეველთა რჯული უმადლოდ დარჩა. შესაბამისად, მათი მღვდლობა და ღვთისმსახურება არაფერს ნიშნავს.

 

   შიოს შეკითხვა: მარხვის პერიოდში, სუფრაზე უნდა მოვიკით-ხოთ თუ არა სამარხვო საჭმელი და თუ არა, ხომ არ ვარღვევთ მარხვას?

   პასუხი: მარხვის დროს უნდა ვერიდოთ სუფრებს, სხვასთან სტუმ-რობებს, თუ ამისი აუცილებლობა არაა. ცხადია, არასამარხვო სუფ-რაზე უნდა მოძებნო სამარხვო საკვები, მაგრამ ეს მოკრძალებულად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე უნდა გააკეთო.

   მარხვას ადამიანი არა მხოლოდ არასამარხვო საკვების მიღებით არღვევს, არამედ სხვა მრავალი ცოდვითაც. მაგალითად, სანახაო-ბების ცქერით, უჯერო მუსიკის მოსმენით, ამაო საუბრით, მემთვრალეობით და სხვა. ცხადია, მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენის დროსაც.

 

 

 




უკან დაბრუნება