მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > რას ნიშნავს საკუთარი სხეულის ჯვარცმა ვნებებსა და გულისთქმებთან ერთად
რას ნიშნავს საკუთარი სხეულის ჯვარცმა ვნებებსა და გულისთქმებთან ერთად13-02-2014, 00:01 |
ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა მარტინიანესი
პავლე მოციქული გვეუბნება: (გალ. 5, 24). რას ნიშნავს ეს? ღირსი მარტინიანე 17 წლის ასაკში შეიქმნა მმარხველად და უდაბ-ნოში განმარტოვდა. 25 წლის განმარტოებული ცხოვრების შემდეგ ეშმაკმა მისი ცდუნება გადაწყვიტა. ერთხელ ერთი მეძავი, რომელიც მათხოვარივით გადაცმულიყო, იმ მთაზე ავიდა, სადაც ღირსი მარტინიანე ცხოვრობდა. საღამო ჟამს, როდესაც ის წმინდანის სენაკს მიუახლოვდა, ქვითინი და ტირილი ატეხა და წმინდანს ვედრება დაუწყო, რომ ის ველური მხეცებისაგან გადაერჩინა. მარტინიანეს არაფერი უეჭვია, სენაკში შეუშვა და ჰკითხა: - ვინ ხარ და აქ რისთვის მოსულხარ? მეძავმა მიუგო: - მძულხართ შენცა და ყველა ბერიც შენთან ერთდა, მომარხულთა ცხოვრებაც მძულს და მოვსულვარ, რომ ცოდვით გაცდუნო. ღირსი მამა შეძრწუნდა და დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და ეშმაკს ასეთი ხერხით შეებრძოლა: ბლომად ფიჩხი შეაგროვა, ცეცხლი წაუკიდა და როდესაც ალი ავარდა, შუა კოცონში შევარდა და თავის თავს ასე მიმართა: - უბადრუკო მარტინიანე, აბა, შესძლებ, გეენის ცეცხლს გაუძლო? მაშ, შესცოდე! ბოლოს, მთლად ცეცხლმოკიდებული, კოცონიდან გამოვიდა და თავზარდაცემული მეძავი დაარწმუნა, დედათა მონასტერში წასუ-ლიყო. როდესაც წყლულები მოუშუშდა, მან საცხოვრებლად ერთ კუნძულზე გადაინაცვლა, სადაც 10 წელი დაჰყო და საცდურიც ისევ მოევლინა - კუნძულზე ახალგაზრდა ქალი გამოირიყა, რომელიც ხომალდით მგზავრობისას ქარიშხალში მოყოლილიყო. ღირსმა მამამ შეიფარა იგი, მაგრამ ცდუნებას გაერიდა და ამ სიტყვებით: „თივა ცეცხლს ვერ გაუძლებსო," - თავად გადაეშვა ზღვაში. ხმელეთს მიღწეულმა, ბევრი ქალაქი და მხარე მოიარა და თავს მუდამ ასე მოუწოდებდა: - ილტვოდე, მარტინიანე, რათა ხიფათი არ წამოგეწიოს! ათენს მიღწეული, იქვე გარდაიცვალა და იქაურმა ეპისკოპოსმა, დიდძალი ხალხის თანხლებით, პატივით მიაბარა მიწას. აი, რას ნიშნავს, ხორცის ჯვარცმა ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად: მხოლოდ მათგან თავშეკავებას კი არა, არამედ - მათთან ბრძოლასაც, იქამდე, ვიდრე სრულ თვითუარყოფას არ მივაღწევთ. როდესაც მარტინიანემ ცეცხლი იხილა, პირდაპირ შუაგულში გადაეშვა, რომ თავი გეენის ცეცხლისაგან გადაერჩინა. წყალიც იხილა და ცოდვის მორევში რომ არ ჩაძირულიყო, ზღვაში გადახტა. ჯვარს აცვა ხორცი და ეშმაკიც დაამარცხა და ამხილა. ჩვენც გვმართებს სხეულის ჯვარცმა. ძნელია? რა თქმა უნდა - ძალზე ძნელი! მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ამისათვის დიდი ჯილდოც გველის.რომელმან სძლოს (ანუ ხორცი ჯვარს აცვას), მივსცე მას დაჯდიმაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა (გამოცხ. 3, 21), ამბობს უფალი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 1. უკან დაბრუნება |