მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნუ განიკითახვთ მღვდლებს

ნუ განიკითახვთ მღვდლებს


4-02-2014, 00:01

ნუ განიკითახვთ მღვდლებს

 

 

თქმული იოანე ოქროპირის მიერ

 

   განდგომილნი ამბობენ: „რანი არიან დღეს თქვენი მოძღვარნი? ამქვეყნიურ ამაოებებს ელტვიან და ცოდვებში ჩაფლულან. შეიძლება, ასეთი ადამიანი მოძღვრად გაიხადო? შეიძლება მათთან ეზიარო, ან მათგან რაიმე ისწავლო? მარტო თქვენი მღვდლებიც კმარა იმისათვის, რომ თქვენსკენ გამოხედვაც არ მოგვინდეს!" რა უნდა ვუპასუხოთ ამაზე, რით მოვიყვანოთ გონს და დავუმტკიცოთ, რომ მათი სიტყვები მცდარია? ჩვენ მათ წმ. ოქროპირის სიტყვებით ვუპა-სუხებთ. ნუთუ კიდევ ვერ მოვლენ გონს?

   „თუ მღვდელი სწორად გმოძღვრავს, მის სიტყვებს უგდე ყური და ნუ იძიებ, თავად როგორ ცხოვრობს. მაგრამ შენ იტყვი: „ეს როგორ? მე მარიგებს, თვითონ კი სხვაგვარად იქცევა!" ამაზე ასე გიპასუხებ: „ეს შენი კი არა, მისი საქმეა, ის თავად სცოდავს და თავადვე აგებს პასუხს. შენ კი, თუ მის მართალ სიტყვას ყურად იღებ, არ განიკითხები." უფალი ამბობს: რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ - გყვნეს, მე შეურაცხ - მყოფს(ლუკ. 10, 16). ხოლო ვინც თქვენ გგმობთ, ის მე მგმობს. არა, ძმანო, კრავი თავის მწყემსზე აუგს არ უნდა ამბობდეს. მღვდელი ხომ დილა - საღამოს შენთვის და შენი მოყვასებისათვის ლოცვას აღავლენს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. საერთოდ, ის მარადჟამს ლოცულობს შენთვის. ეს ყველაფერი გაისიგრძეგანე და პატივი მიაგე, როგორც საკუთარ მამას. მაგრამ შენ კიდევს იტყვი: „სიბილწის მოქმედია იგი და სიბოროტის!" მერე შენ რა ხელი გაქვს ამასთან? თუ შენ თვითონ არ ვარგიხარ, კარგი მოძღვარიც ვერ გიშველის, ხოლო თუ შენ თვითონ იქნები კარგი, მაშინ ავი მოძღვარიც ვერაფერს დაგაკლებს. ყოველი მადლი უფლისაგან არს. მღვდელი მხოლოდ ბაგეებს განხვამს, ხოლო დანარჩენს უფალი აღასრულებს."

   რაღა უნდა ვუთხრათ ამის შემდეგ ზემორე აზრის გამომთქმელ „ძველმორწმუნეთს" ალბათ ის, რომ ვიდრე დაიწყებდნენ კამათს, თუ ვინ არიან უმჯობესნი - ჩვენი მღვდელ - მოძღვრები, თუ მათი სულიერი მწყემსნი, ჯერ თავის თავს დაუკვირდნენ. ჩვენს ეკლესიებში, ასე თუ ისე, საიდუმლოებებს კანონიერად ხელდა-სხმული მღვდელი აღასრულებს, მათთან კი რა ხდება?! განკვეთილი მღვდლები სწირავენ, ან ისეთნი, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია, ოღონდ ლუკმა - პური ჰქონდეთ, ანდა ისინი, ვისაც არანაირი რწმენა არ გააჩნია. განა ასეთნი სხვებს უნდა განიკითხავდნენ?!რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა, - გვეუბნება უფალი, - და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? (მათ. 7, 3).

   მგონი, ამაზე აღარც ღირს ლაპარაკი. დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა (ფსალმ. 140, 3). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.


 

 



უკან დაბრუნება