მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ნაფიც მსაჯულებისადმი

ნაფიც მსაჯულებისადმი


3-02-2014, 00:01

ნაფიც მსაჯულებისადმი

 

 

ადამიანი თვალღებით არ განსაჯო

 

   ძმანო ჩემნო! ზოგი თქვენგანის ხელში განსასჯელი ადამიანის ბედი ხვდება და თქვენზეა დამოკიდებული, გამართლდება თუ არა იგი. ჩვენის აზრით, ძალზე მძიმე მოვალეობაა. მაგალითად, როგორი მსჯავრი უნდა დაედოს დამნაშავეს, როდესაც დანაშაულის გარემოება მის სასარგებლოდ მეტყველებს? ან - როგორ გავამართლოთ მავანი, თუკი მისგან მომავალში არავითარ სიკეთეს არ უნდა ველოდეთ? როგორ მოვიქცეთ?

   სვინაქსარში მოცემულ ერეთ - ერთ სიტყვაში ნათქვამია: „მიკერ-ძოებაცა და მამამებლობაც - ერთიცა და მეორენიც თავისი არსით ბოროტებაა და უნდა ვერიდოთ. მლიქვნელთა სიტყვა ცრუა და ცბიერი და ხშირად გაურკვევლობას იწვევს. მდიდარი სასამართლოზე ბევრ მეგობარს წარადგენს, გლახაკი კი ამ დროს უკანასკნელ მეგობარსაც ჰკარგავს... ასე არ უნდა მოვიქცეთ, სამართლიანნი უნდა ვიყოთ. და ვალდებულნი ვართ, ღატაკნიც დავიხსნათ ცოდვილთა კლანჭებისაგან და მათგან განვარიდოთ... არ ვარგა სასამართლოზე ორპირობა და მიკერძოება. ნუ განსჯი გარეგნული სახის მიხედვით - გვეუბნება მოციქული იაკობი. (ნუ სჯით თუალ - ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ (იოან. 7, 24). და თუ სასამართლოში ერთად მოვლენ ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილი, ოქროს სამკაულებიანი მდიდარი და კონკებში გამოხვეული ღატაკი, ნურავითარ უპირატესობას ნუ მიანიჭებთ პირველს, თორემ ამით ცოდვას ჩაიდენთ და თქვენ თვითონვე გასამართლდებით, როგორც კანონის დამრღვევნი. ნუ გადაიხრებით სიმართლისაგან და ნუ დაიცავთ ბიწიერებას. ვინც ასეთებს ამართლებს, ის ხალხის სიძულვილს იმკის, ხოლო ვინც ამხილებს, ის მართლად სჯის და მასზე უფლის წყალობა იქნება. უფალი თვითონ გვაძლევს მიუკერძოებლობის მაგალითს: როდესაც უთხრეს, რომ დედა და ძმები ელოდნენ და მისი ნახვა სურდათ, მან მიუგო: „ვინაც აღასრულებს ნებას მამისა ჩემისა, იგია ჩემი ძმაც, დაცა და დედაც." (აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა, იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი )

   აი, როგორ უნდა მოიქცნენ მოსამართლენი, როდესაც მათგან ითხოვენ პასუხს: - ჰო თუ არა? უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გულმოწყალება სასამართლოზე დიდად ფასობს. რამდენადაც შესაძლებელია და რამდენადაც სინდისი მოგცემს ნებას, განსასჯელისადმი ლმობიერება უნდა გამოვიჩინოთ. რა ვუყოთ, კაცნი ვართ, ანგელოზები ხომ არა, შეცდომა ყველას მოგვდის. როგორც მოციქული ამბობს: ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი (რომ. 7. 18) მაგრამ ამასთანავე, როგორც ამ სიტყვიდან გავიგეთ, მოსამართლე მიუკერძოებელი და სამართლიანიც უნდა იყოს და თუალღებით(გარეგნულის სახის მიხედვით) არ უნდა სჯიდეს. მოსამართლისათვის ესეც აუცილებელია, რადგანაც განსასჯელის გამართლება ყოველთვის როდია საქებარი, - უკანონოდ გამართლების გამო შეიძლება მართლაც უცოდველი ხალხი დაზარალდეს, უსამართლობა გამრავლდეს და სიმართლე დაიჩაგროს. ეს ყველაფერი მოსამართლეებმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაითვა-ლისწინონ და განაჩენის გამოცხადებისას უნდა იფხიზლონ. ძნელია? მაშინ დაე უფალს მიმართონ და რთულ ვითარებაში იგი უეჭველად უჩვენებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, და ჭეშმარიტების გზას მიუთი-თებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



უკან დაბრუნება