მთავარი > სხვადასხვა > ჩვენი ახლობლები, რომელთაც გაჭირვებასა და უბედურებებში ვეხმარებით, სამოთხის კარებს გვიღებენ

ჩვენი ახლობლები, რომელთაც გაჭირვებასა და უბედურებებში ვეხმარებით, სამოთხის კარებს გვიღებენ


1-02-2014, 00:02

ჩვენი ახლობლები, რომელთაც გაჭირვებასა და უბედურებებში ვეხმარებით, სამოთხის კარებს გვიღებენ

 

 

ქადაგება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მირქმის დღესასწაულზე

 

   უწყით თუ არა, რომ ჩვენი ახლობლები, რომლებიც გვიყვარს და განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც გაჭირვებასა და უბედურებებში ვეხმარებით, ჩვენთვის სამოთხის კარებს აღებენ? არ ვიცით, ცნო-ბილია თუ არა ეს თქვენთვის, მაგრამ რომ ჭეშმარიტად ასეა, ამაში გვარწმუნებს: პირველყოვლისა ეკლესიის სწავლება, მეორე - უფალი იესო ქრისტე, მესამე - მისი წმინდა მოციქული, დაბოლოს, მეოთხე - მაგალითი. რას ამბობენ ისინი ამის შესახებ?

   ეკლესიური გადმოცემა მოგვიწოდებს: „მივდიოთ უფალს, გვიყ-ვარდეს უფალი მთელი გულით და მოყვასი ჩვენი - ვითარცა თავი თვისი, როგორც უფალიც გვეუბნება (ლუკ. 10, 27)." მაგრამ ვინ არის ჩვენი მოყვასი? ყველა ისინი, ვისთვისაც ჩვენ შემწეობა გაგვიღია - უსინათლონი, საპყარნი, მშიერნი, ღარიბნი. მათ უფალმა ძმები უწოდა და თუ ჩვენ მათ შემწეობას აღმოვუჩენთ, ისინი სამოთხის ბჭეებს გაგვიღებენ და ზეციურ სასუფეველში შეგვიძღვებიან, თუკი ამ ბჭეებს ჩვენი საკუთარი სიძუნწით არ დავიხშავთ. ამ ზეციურ სამეფოში მოგვიწოდებს თვით უფალიც, როდესაც გვეუბნება: იყუენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს (ლუკ. 6, 36) და (ლუკ. 6, 35). აი, როგორც ხედავთ, უფალმა წარმართსაც კი გაუღო სასუფევლის კარი მისი გულმოწყა-ლებისათვის. ხომ გესმით, რომ უფალი გულმოწყალეებს თავად ძეებად იხსენებს. ამიტომ, როდესაც მის წმინდა სიტყვას ვისმენთ, გულის ფიცარზე უნდა დავიწეროთ, რომ გვესმას ესოდენ ნანატრი ხმა მისი: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳ-დრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ (მათ. 25, 34). დაე, ღირსვექმნეთ, რომ თავის მემკ-ვიდრეებად დაგვადგონით, რათა სასუფეველში მყოფნი, მუდამ წმინდა სამებას ვადიდებდეთ.

   ამგვარად გვასწავლის საეკლესიო გადმოცემა, რომ ჩვენი მოყვასნი, რომელნიც გვიყვარს და განსაკუთრებით ისინი, ვისაც შევეწევით, სამოთხის ბჭეებს გვიღებენ და უფლის მემკვიდრეებად გვაქცევენ. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თუ გვინდა უფლის სავანეებში განცხრომის ღირსნი გავხდეთ, უნდა გვახსოვდეს და აღვასრულებდეთ, რას გვას-წავლის უფლის სიტყვა: ქვრივს სამართალი გაუჩინე, გაიკითხე უაპტრონო, გაჭირვებულს შეეწიე, დაიცავ ობოლი, შემოსე შიშველი, იზრუნე ბეჩავსა და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება, შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებში. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და პირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს (3 ეზრ. 2, 20. 21. 22 და 23). ამინ.

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



უკან დაბრუნება