მთავარი > საცდურები > მოდა, როგორც პროცესი

მოდა, როგორც პროცესი


3-08-2012, 22:45
  ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოდა მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. სინამდვილეში ეს გაცილებით რთული პროცესია. მოდური პროდუქციის მწარმოებლებს, ცხადია, აქვთ პოტენცია ადამიანებს სკუთარი აზრი, გემოვნება მოახვიონ თავს.
  ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოს, რომ მოდას ქმნიან მოდელიორები. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოდა მოდელიორთა და მწარმოებელთა ერთგვარი შეთქმულებაა: კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, რეკლამის საშუალებით, ისინი გვირეცხავენ გონებას. მოდის სწრაფი ცვალებადობა მართლაც აინტერესებს მას, ვინც მოდას ქმნის, მაგრამ ისტორია ცხადყოფს: მოდელიორების ძალისხმევა ამაოა, თუ მოდური ნიმუში ფართო მასების განწყობას, სიახლისკენ სწრაფვას და სურვილებს არ ეფუძვნება, თუ ის არ არის მიმდინარე ცხოვრების ცვლილებათა შესაბამისი.
  მოდელიორი მრავალ ნიმუშს წარმოადგენს, მაგრამ ყველა მათგანი როდი შემოდის მოდაში. უმეტესი წილი სამოდელო პროდუქციისა ერთეულ სამუზეუმო ექსპონატად რჩება. მისი ცხოვრება პოდიუმზე იწყება და იქვე აღესრულება კიდეც.
  ადამიანთა უმრავლესობა მნიშვნელობას ანიჭებს არა მოდელიორთა შემოთავაზებას, არამედ თავისი ეტალონური ჯგუფის აზრს. თუ ამ ჯგუფმა ამოარჩია რომელიმე ნიმუში, მას მიჰყვებიან მასებიც. მოდას აყოლილთ არ სურთ იყვნენ ყველასნაირები, მათ სურთ იყვნენ ე.წ. "ეტალონისნაირები".

უკან დაბრუნება