მთავარი > საცდურები > უქმადმეტყველების წინააღმდეგ
უქმადმეტყველების წინააღმდეგ14-01-2014, 00:01 |
სიტყვა ტაძარში დაკრძალულ ცოდვილებზე
მრავალი ქრისტიანი ლაგამს არ უდებს საკუთარ ენას და დაუ-ფიქრებლად და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე გამოთქვამს ყველაფერს, რაც კი თავში მოუვა. როდესაც ეუბნებიან, რომ ეს ურიგო საქციელია და რომ დაუფიქრებელი ლაპარაკის გამო ღმერთის წინაშე პასუხისგება მოუწევთ, ისინი ამ გაფრთხილებას არად აგდებენ და გპასუხობენ: მერე რა, რომ ბევრს ვლაპარაკობთ? ამის გამო არ დავისჯებით, რადგან სიტყვები რა არის, წყალივითაა... ასეა განა? ტაბისინიის ქვეყნად ცხოვრობდა მავანი მონაზონი, რომელიც პატი-ოსან ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ ხშირად უქმადმეტყველებდა და საერთოდ ენით მეტად თავშეუკავებელი გახლდათ. როდესაც მიიცვალა, ეკლესიაში დაკრძალეს, როგორც უფლისთვის შეწირული. და რა მოხდა? მისი დაკრძალვის პირველსავე ღამეს ეკლესიის დარაჯმა, როგორც ნათქვამია, უფლის გამოცხადებით, იხილა მიცვალებული სამსხვერპლოს წინ დაგდებული. მისი სხეულის ნახევარი თითქოს იწვოდა, ხოლო მეორე ნახევარს ცეცხლი არ ეკარებოდა. დილით დარაჯმა ეკლესიაში მყოფთ უჩვენა ადგილი, სადაც ცეცხლმოდებული მონაზონი იხილა, და მარმარილო იმ ადგილას გაჭვარტლული აღმოჩნდა. „ამით ცხადად გამოჩნდა, რომ თუკი ცოდვები არ მოუნანიებია, ვერავინ გაექცევა სამსჯავროს და წმინდა ადგილებში დაკრძალვა ვერ უშველის." - გვეუბნება გადმოცემა. აქედან ცხადია, რომ მიცვალებული საიქიოში ენის გამო განისაჯა; ამიტომ ნუ იტყვიან უქმადმეტყველნი, რომ სიტყვები წყალივითაა და რომ სიკვდილის შემდეგ ფუჭი მეტყველების გამო არ მოეკითხებათ. არა, სიტყვები წყალი როდია, ენით ცემა ძვლებს შემუსრავს (ზირ. 28, 17). მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი ენით (ზირ. 28, 18),ამბობს ზირაქი. ამიტომ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ამაოდმეტყველების გამო მომავალ ცხოვრებაში არაფერი მოეკითხებათ - მათ რისხვა ელით. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, გვასწავლის უფალი,რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა (მათ. 12, 36). თავი შეიკავეთ, ძმანო, უქმად-მეტყველებისაგან, რადგანაც, როგორც ხედავთ, მას სიკეთე არ მოაქვს. მის მაგივრად, დაე, სიმართლე, პირდაპირობა და გულწრფელობა სუფევდეს თქვენ შორის და ყველამ განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად - კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა(ეფეს. 4, 25). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |