მთავარი > საცდურები > მოხმარების ფსიქოლოგია

მოხმარების ფსიქოლოგია


3-08-2012, 22:43
 როგორია მოდის ფსიქოლოგიური ასპექტი? რა არის მისი არსებობის მიზეზი?
 ყოველი ჩვენგანი ადამიანთა ჯგუფის რომელიღაც კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კუთვნილებას განაპირობებს ოჯახი, სადაც ვცხოვრობთ, მეგობარ-მეზობლები, რომელთა შორისაც ვტრიალებთ, კოლეგები, რომლებიც გვყვანან ორგანიზაციაში, წარმოებაში, სადაც ვმუშაობთ და ა.შ.
  თითოეულ ასეთ ჯგუფს აქვს საკუთარი დაწერილი ან დაუწერელი ნორმები, რომელსაც იგი მეტნაკლებად თავს ახვევს ყოველ წევრს. მაგალითისათვის მოვიხმოთ ერთი გარეგნული დეტალი: ყველა ქვეყანაში ბანკის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შემოსილია მკაცრი, საქმიანი კოსტიუმით, სამხედრო პირი _ მუნდირით და ა.შ.
  კიდევ: ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარი ქცევისა თუ მდგომარეობის შეფასებისათვის იყენებს (ცნობიერად თუ ქვეცნობიერად) მისთვის ავტორიტეტული ადამიანების ჯგუფს. ასეთ ჯგუფს რეფერენტული, ანუ ეტალონური ჯგუფი ეწოდება. ხშირად ადამიანი თავად სულაც არ არის ამ რეფერენტული ჯგუფის წევრი, პირიქით, საკმაოდ შორსაც იმყოფება მისგან ფიზიკური თუ სოციალური თვალსაზრისით; მაგრამ ეს დამოკიდებულებას არ ცვლის. ეტალონურ ჯგუფში მეტწილად მოიაზრებიან სპორტის, კინოსა და პოპმუსიკის `ვარსკვლავები~. ისინი მრავალთათვის მისაბაძნი ხდებიან, მრავალნი გრძნობენ სიამოვნებასა და კმაყოფილებას, როცა თავიანთი ცხოვრების სტილით ეტალონად დასახულთ მიუახლოვდებიან.
  რეფერენტული ჯგუფის ზემოქმედება ყველაზე ძლიერ ქალების, გოგონების მოქმედებებში შეინიშნება. სწორედ ქალები, გოგონები ავლენენ უდრეკ მზადყოფნას, გაიღონ მსხვერპლი, ოღონდაც ეტალონად შერაცხული მამაკაცების ყურადღება (აღფრთოვანება _ მთლად უკეთესი) დაიმსახურონ. მარტივი მაგალითი საამისოდ: მედიცინამ კარგა ხანია დაამტკიცა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვნებს ქალის ჯანმრთელობას. მოდა მაინც  უბრუნდება ხოლმე ლამაზ, მაგრამ მოუხერხებელ ფეხსაცმელს. მილიონობით ქალი ერთგულად მიჰყვება არა ჯანმრთელობის მსახურთა, არამედ მოდის კანონმდებელთა ხმას. ესეც ასე: ქალური მოდის საიდუმლო, თურმე მამაკაცების გემოვნებში იმალება.


უკან დაბრუნება