მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დიდი შეგონება წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისთვის მომზადების შესახებ

დიდი შეგონება წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისთვის მომზადების შესახებ


6-01-2014, 00:02
 

დიდი შეგონება წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისთვის მომზადების შესახებ

 

 

   აი, ძმანო, დადგა დიდი მარხვა და თქვენ წმინდა საიდუმლოებას ეზიარებით. ყოველივე ეს მშვენიერია; მაგრამ... მოციქული ამბობს: ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლსა უფლისასა... (1 კორ. 11, 27-29). მოციქულის ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ შესაძლებელია, ვეზიაროთ ღირსეულად ან უღირსად. ღირსებით ზიარება ნიშნავს, ქრისტეს შევერთოთ, ხოლო უღირსად ზიარება - დასასჯელად ჭამა და სმაა. რადგანაც თქმულიდან, ცხადია, მიხვდით, რომ ღირსეული ზია-რებისთვის გარკვეული მომზადებაა საჭირო, ჩვენც სწორედ ამ მომზადებაზე ვისაუბრებთ.

   ეკლესიის სწავლებაში „უფლის ნათლისღების წინ" ამის თაობაზე ნათქვამია შემდეგი: „აღვიმართოთ, ძმანო, და მონანიებით გამოვ-ფხიზლდეთ, ვითარცა ძილისგან. მორჩილებით შევიმკოთ, ძმათა სიყვარულით და უცხოთა სიყვარულით ღმერთს მივეახლოთ; მოწყალების გზით ღვთის შვილებად შევიქნათ." მაშინ ღირსეულად მივიღებთ უწმინდეს ხორცს და ცოდვათაგან განვიწმინდებით. თქვა წმ. მოციქულმა: ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი (1 კორ. 11, 29). იცოდეთ, რომ ზიარების საიდუმლო არა მხოლოდ წირვა ან ლოცვაა, არამედ - ცოცხალი და განმწმენდი მსხვერპლი. ქერუბიმები და სერაფიმები შიშით თრთიან, მისთვის თვალის შედგმა ვერ გაუბედავს ვერა უხორცო ძალს და მოწიწებით იძვრიან მის წინაშე. ამიტომ ჩვენც ვემგვანოთ ციურ ძალებს, შიშითა და სიყვარულით მივიღოთ ხორცი უფლისა, კეთილი საქმეებით მივეახლოთ უფალს და მივიღოთ იგი ჩვენში იმისათვის, რომ მანაც მიგვიღოს ღავის უსასრულო სამეფოში."

   რა შეგონება ავიღოთ, ძმანო, თქმულიდან, რათა ღირსეულად ვეზიაროთ უფლის ხორცსა და სისხლს? ის, რომ ჩვენ, როდესაც ზიარებისთვის ვემზადებით, უპირველესად გულწრფელად უნდა მოვინანიოთ ჩადენილი ცოდვები; შემდეგ, ის, რომ ზიარების დიადი საიდუმლოს აღსრულების წინ გულდაგულ მოვიკაზმოთ სული და ხორცი საიმისოდ, რომ ღირსეულად შევხვდეთ ჩვენი სულისა და ხორცის ზეციურ სტუმარს - იესო ქრისტეს; დაბოლოს, შევიგნოთ და მუდამ გვახსოვდეს: ჩვენი სული ქრისტე მაცხოვრის, მისი მამისა და სულიწმინდის - ერთი და სამპიროვანი ჩვენი ღმერთის - წრფელი და ულევი სიყვარულით უნდა ენთოს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება