მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > აღსარებაზე ცოდვები არ უნდა დავფაროთ

აღსარებაზე ცოდვები არ უნდა დავფაროთ


5-01-2014, 00:01

 

აღსარებაზე ცოდვები არ უნდა დავფაროთ

 

 

 

   ზოგი ქრისტიანი აღსარებაზე ცოდვებს მალავს. ზოგი ცრუ სირცხვილის გამო მალავს მათ, ზოგი - ცრუ შიშის გამო, სხვანი - ურწმუნოებით, კიდევ სხვანი - უმეცრებით... ეს ადამიანები განა კარგად იქცევიან? არა, ძმანო, უწყოდეთ, რომ მეტად ავად იქცევიან ისინი, რაკიღა ცოდვათა დაფარვით თავად უფლის წინაშე ტყუიან, აღსარების შემდეგ ცოდვებს იორკეცებენ და ეშმაკს ახარებენ. განვიხილოთ ყოველივე დაწვრილებით. ვინ იღებს თქვენგან აღსარებას: მღვდელი, ვისაც აღსარებას ეუბნებით, თუ უფალი? ცხადია, უფალი, როგორც ამის შესახებ გვეუბნება მოძღვარი საეკლესიო სწავლებაში: „იქ, შვილო, ქრისტე დგას უხილავად, თქვენს აღსარებას იღებს." მაშასადამე, მართლაც რომ უფლის წინაშე ტყუიან ისინი, ვინც აღსარებაზე ცოდვებს მალავს. და იორკეცებენ კიდევაც ცოდვებს ისინი, ვინც მათ ფარავს აღსარების თქმისას. „თუკი რაიმეს დაფარავთ ჩემგან, უფრო მძიმე ცოდვა დაგეკისრებათ." - ეუბნება მონანიეს მოძღვარი. და ბოლოს, აღსარებაზე ცოდვათა დამფარავნი ეშმაკს ახარებენ. უფლის ნათლისღების წინადღის საეკლესიო შეგონებაში ნათქვამია: „ნუ დავფარავთ, ძმანო, ჩვენს შეცოდებებს, არამედ აღვასაროთ ისინი სულიერი მამის წინაშე, მოვინანიოთ ისინი წრფელი აღსარებით. თუკი რამეს დავფარავთ იქ, ამით დიდ სიხარულს მივანიჭებთ მტერს, ანუ ეშმაკს."

   ასე რომ, ძმანო, ყოველმხრივ ავს სჩადიან აღსარებაზე ცოდვათა დამფარავნი. როგორც დავინახეთ, ისინი ცრუობენ უფლის წინაშე, ცოდვებსაც იორკეცებენ და, ბოლოს და ბოლოს, ეშმაკს ახარებენ.

   ამიტომ, ძმანო, შევეცადოთ ამიერიდან, სრულიად დაუფარავად ვაღიაროთ აღსარებაზე ჩვენი ცოდვები, ისე, როგორც შეგვიგნია ისინი საკუთარი სინდისის წინაშე, გვახსოვდეს, რომ ამ დროს ღმერთის ყოვლისმხედველი თვალის წინაშე ვართ წარმდგარნი. „ჩვენი ცოდვილი უძლურებისა და მძიმე ავადობათა შესახებ გავენდოთ სულიერ მამას, ვით უფალ ღმერთს, ვინც ბოლო დღეს განსჯის ცოცხლებსა და მკვდრებს და ყველას მათ საქმეთა მიხედვით მიუზღავს." ამინ.

 

 

 

"სვინაქსარი". ტომი I. 

 

 

 

 


უკან დაბრუნება