მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან > ღმერთი სამყაროში, ქმნილების ,,გაღმერთების“ სურვილი

ღმერთი სამყაროში, ქმნილების ,,გაღმერთების“ სურვილი


10-07-2012, 19:52
  ღმერთის შესახებ საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ იგი თავისი არსით მიუწვდომელია, სამყაროსაგან დამოუკიდებელი, ერთიანი სულიერი არსებაა. ჩვენი მიზანი არ გახლავთ ღვთის არსების ირგვლივ სრული დოგმატური სწავლების გადმოცემა. ღვთის მიერ სამყაროს შექმნისა და ქმნილების მისდამი დამოკიდებულების მოკლე მიმოხილვა განვიზრახეთ. ამიტომ, საღვთო არსის განსაზღვრებისთვის მიტროპოლიტ ფილატერ მოსკოველის კატეხიზმოდან მოხმობილ განმარტებას დავჯერდებით: ,,ღმერთი არის სული, საუკუნო, ყოვლადსახიერი, ყოვლისმცნობი, ყოვლადმართალი, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი, უცვალებელი, სრულადკმა, ყოვლადნეტარი".*
   წმიდა წერილის თანახმად სამყარო ღვთის თავისუფალი ნებით შეიქმნა. ,,დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაი და ქვეყანაი" (შესაქმ. 1.1). მოციქულები გვასწავლიან, რომ ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა და ,,ყოველი რა არს მათ შინა" (საქმე 14.15). ანუ ყოველივე ცასა და ქვეყანაზე, ხილული და უხილავი, მათ შორის უმაღლესი სულებიც.
  
* - მ. პამაზანსკი „დოგმატური ღვთისმეტყველება" გვ 83.

უკან დაბრუნება